ტელეკომპანია „ფორმულაზე“ „კომედი შოუს“ პროექტები, მათ შორის „ნიკა არაბიძის შოუ“, დაიხურა.
იუმორისტმა ნიკა არაბიძემ, AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში, განაცხადა, რომ ის „რუსთავი 2“-ზე ბრუნდება.
„ – ნიკა, გილოცავთ მშობლიურ არხზე დაბრუნებას, რა ტიპის გადაცემას წაიყვანთ?
– მადლობა, “ღამის შოუს“ ფორმატის იქნება ეს გადაცემა და მე და ბატონი პაატა გულიაშვილი ერთად წავიყვანთ.
– მიშა ანდღულაძემ ისაუბრა “ფორმულაზე“ თქვენს გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით, თქვენ როგორ შეხვდით ამ ამბავს, როდესაც გაიგეთ? კიდევ ვინ იქნება თქვენი გუნდიდან “რუსთავი 2“-ზე?
– მიშამ რაზეც ისაუბრა, მე ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, დამირეკა რამდენიმე ჟურნალისტმაც, მკითხა. არ ვიცი, შეიძლება მიშას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და უფრო მეტი იცის. რაც შეეხება დაბრუნებას, ჯერჯერობით მე დავბრუნდი “რუსთავი 2“-ზე და მომავალში, რა როგორი იქნება, არ ვიცი.
– თქვენ რას აბრალებთ გადაცემის დახურვას, რეიტინგის პრობლემა იყო?
– ნამდვილად ვერ გეტყვით, რა ვიცი, მე პირადად ძალიან დამღალა რა და ცვლილებების დრო იყო…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.