Sunday, November 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გვაქვს საქმე იმ პარადოქსთან, როცა ეკონომიკა იზრდება, ხალხი კი ღარიბდება და ქვეყანას ტოვებს” – რას წერს რომან გოცირიძე

January 18, 2024
„სიამოვნება “ოცნების” პარტაქტივმა მიიღოს, აბა ესაა საქმე? ადექით და ისიამოვნეთ ჩემსავით“ – რას წერს რომან გოცირიძე

პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„არცერთი დიდი პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდა, არ აშენებულა თავის დროზე და თავდაპირველ ფასებში. ტენდერებში, წინასწარ შეთანხნებით, იგებდნენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიები, იცოდნენ რა, რომ საბოლოო ჯამში პროექტის ღირებულებაც გაიზრდებოდა და ხარისხზე და ვადებზეც თვალს დახუჭავდნენ. საწყისი, შედარებით დაბალი ფასით კონკურენტების ჩამოცილებაც ხდებოდა, რასაც საბილოოდ ხარჯების ზრდა მაინც მოჰყვებოდა. ასე მოხდა ბავშთა ოლიმპიური სასახლის, “ოვრობასკეტისათვის” განკუთვნილი ახალი სპორტის სასახლის, ე. წ. პიონერთა სასახლის, ჭავჭავაძის გამზირის, ვაკის პარკის, მელიქიშვილის გამზირის, თამარ მეფის გამზირის და სხვა პროექტების შემთხვევაში. ვაკის პარკის რეაბილიტაცია დღემდე გაჩერებულია და საბოლოო ჯამში ალბათ თავდაპირველზე ორჯერ მეტი დაჯდება. მხოლოდ ახალ სპორტის სასახლეზე 20 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე ტენდერით იყო გათვალისწინებული.
წერეთლის გამზირიც ერთ დროს აშენდება და სამწუხაროდ, დაგვავიწყდება რა ზიანი მიადგა ქალაქის მოსახლეობას, იქ მაცხოვრებლებს, ბიზნესს. ასე იყო ჭავჭავაძის პროსპექტის გაჭიანურებული მშენებლობისას. ახლა ვიღაცები ამბობენ, ვინც ჭავჭავაძე ააშენა, დიდუბეშიც იმას გაეკეთებინაო. მოკლე მახსოვრობა გვაქვს.
კორუმპირებული ხელისუფლება ყველგან ასე იქცევა. მხოლოდ სამტედია-გრიგოლეთის გზამ, რომელიც ათი წელიწადზე მეტია შენდება, ას მილიონ ლარზე მეტით აზარალა ბიუჯეტი და დღესაც არ უჩანს ბოლო.
მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 23 მილიარდი ლარი იქნა დახარჯული ბიუჯეტიდან 2012 წლიდან დღემდე და არცერთი პროექტი დამთავრებულა ვადაში და თავის ფასებში.
ეს მაგალითები მხოლოდ ერთი მიმართულებით ქვეყნის რესურსების განიავებისა და მითვისების მაჩვენებელია. ასე ხდება ყველგან, მუნიციპალიტეტებიდან დაწყებული, სახელმწიფო საწარმოებით დამთავრებული. ამიტომ გვაქვს საქმე იმ პარადოქსთან, როცა ეკონომიკა იზრდება, ხალხი კი ღარიბდება და ქვეყანას ტოვებს. მალე გამოქვეყნდება მიგრაციის სტატისტიკა და იმაზე არანაკლებ საგანგაშო სურათი გვექნება, ვიდრე 2022 წელს იყო“, – წერს ის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “როცა საქმე ჩემს ძმას ეხება, ჩუმად ვერ ვიქნები…” – ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს
  • “ომი დაიწყო რუსეთმა და რუსეთი ოკუპანტია. დიდი მადლობა იმ ბიჭებს, ვინც თავი შესწირეს, ვინც იბრძოდნენ 2008 წელს” – აგვისტოს ომში დაღუპული გია და გელა რომელაშვილების მამა
  • “სამარცხვინო და ბოროტი გადაწყვეტილება! საპატრიარქოსთან „დალაგების” მიზნით ათასობით ქალს ართმევენ დედობის შესაძლებლობას!” – რას აცხადებს ნიკა გვარამია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge