ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.
პოსტიდან ირკვევა, რომ შეროძიას ვირუსი აქვს, რაც მწვავე სიმპრომებიტაა გამოხატული.
“ხალხო გამაგებინეეეთ, ვკვდები? ოთხი დღეა მაქვს სიცხეები, სამზე მეტი არ მქონია არასდროს. დღეს ჩავიტარე გამოკვლევები, სისხლის საერთო ხოდზეა, არც კოვიდი მაქვს, არც H1N1, ფილტვებიც სუფთაა, არც ყელი მტკივა, არც თავი…მაგრამ ამ სიცხეს და სისუსტეს რა ვუშველო? დამწევი დამინიშნეს ევექსში, სახე მაქვს გოჭივით წითელი, მაგრამ ზაგარი ყავისფერი მქონდა, როცა ჩამოვედი – მერე ავწითლდი. მადა დღეს მომივიდა ძლივს. ვინმეს რამე მსგავსი გქონიათ?”–წერს შეროზია.