Madrid Fusión სოციალურ ქსელში საქართველოს შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„საქართველო Madrid Fusion-ის სტუმარი ქვეყანაა. ეს არის ტრადიციისა და შემოქმედების შერწყმა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“, – აღნიშნულია პოსტში.
შეგახსენებთ, საქართველო Madrid Fusión 2024-ის საერთაშორისო კონგრესზე, 29-31 იანვარს, სტუმრის სტატუსით წარდგება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.
წყარო: commersant.ge
