“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ თვის ბოლოს მასშტაბური აქცია დააანონსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მელიას განცხადებით, პირველი აქცია 25 თებერვალს თბილისსა და ბათუმში ჩატარდება, ხოლო მეორე 31 მარტს. მანამდე კი რამდენიმე აქცია დაიგეგმეგა რეგიონებში.
“ეს არანაირ კავშირში არაა ჩემს საქმესთან მიმართებაში, ჩვენ რეგულარულად ვიკრიბებით ხან ლელოს ოფისში ხან ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ეს პირველი შეკრებაა უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 თებერვალს დღე, 100 წლის წინ, როდესაც მოახერხეს ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება, ამ ყველაფრის გაპროტესტება, მშვიდობიანი მსვლელობა-მანიფესტაციით, 100 წლის თავზე მოვაწყოთ” – განაცხადა მელიამ