ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით პარლამენტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლებას გამოეხმაურა.
„ისეთ სოფლებში ჩაჰქონდა წიგნები, ბავშვები რომ კილომეტრებს გადიოდნენ განათლების მისაღებად. იყო ისეთი ამბებიც, სულ რომ არ მოხვედრილა საჯარო სივრცეში. უნამუსობაა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება! გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze ასეთ დროს, თუ უფრო ხმამაღალი და მკაცრი იქნება ჩვენი განცხადებები, უფრო მეტად ვეღარ გაბედავენ შემდეგში“, – წერს ის.