ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოში კოვიდვაქცინაციის 50 000 შპრიცის შემოტანას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:
„რვა მილიონი ლარის ერთჯერადი ხელთათმანების, ორმოცდაათი ათასი ერთჯერადი შპრიცის და ოცდახუთი ათასი ვაქცინის (ისიც კაცმა არ იცის) ხელისუფლება.
იხარე ერო! მოკვდი მტერო! კი არა და, პირიქით“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველომ დონაციის სახით, COVID-19-ით ვაქცინაციისთვის 50 000 ცალი 0,3 მლ. დოზირებული მოცულობის შპრიცი მიიღო.