აქტივისტი ნატა ფერაძე აცხადებს, რომაქციების გამო მან საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა.
„გუშინ მარბევდნენ, დღესაც შეიკრიბნენ და შაბათსაც იკრიბებიან. რამდენიმე დღე უბრალოდ გადავედი სხვა საცხოვრებელ ადგილას. დღეს სამ საათზე, რუსთაველის მეტროსთან იყო აქცია დაგეგმილი, შაბათს კიდევ „ალტ-ინფოს“ აქციაა დაგეგმილი”– აცხადებს ნატა ფერაძე “ინტერპრესნიუსთან.
ცნობისთვის, 2 დღის წინ ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
აღნიშნულს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გუშინ ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.