ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას ეხმიანებას.
“ხატის რესტავრაცია გამიგია, მაგრამ ხატის გადაკეთების პრაქტიკის შესახებ არაფერი მსმენია. იქნებ ვინმემ ამიხსნას, ეს როგორ ხდება?”– წერს გია ხუხაშვილი.
პოსტს კომენტარებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“შავ ლაქად გადააკეთებეენ”– წერს მოქალაქე.
“გველეშაპად გადააკეთებენ”– წერს მოქალაქე.
“ზუსტად ისე როგორც ქრებოდა პერიოდულად სტალინთან ერთად გადაღებ ფოტოებზე ეჟოვი,იაგოდა, და დანარჩენი ამხანაგები”– წერს მოქალაქე.
“საქართველოში რას არ გაიგებს კაცი. მილიონებით ადამიანის მკვლელის გამოსახულება საკათედრო ტაძარში “დაებრძანებინოთ” ასეთი ალბათ არც ყოფილა ოდესმე არსად”– წერს მოქალაქე.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს საპატრიარქომ საქმე სამების საკათედრო ტაძარში, წმ. მატრონასთან ერთად, ხატზე საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, გამოსახულებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა.
2 დღის წინ ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
აღნიშნულს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გუშინ ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.