საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. – ამის შესახებ თავად გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში დაწერა.
„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა“, – წერს გიორგი კეკელიძე.
კეკელიძის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა კომენტარებში.
“კარგი რა…..ამდენი გასაკეთებელი საქმე ვის დაუტოვეთ.რამდენი მიზანი და გეგმა გქონდათ… ძალიან ცუდი…”– წერს მოქალაქე ნინო ჭაბაშვილი.
“ბევრი და ყელში ამოსულია მათი ყოფნა ხელისუფლებაში, კიდევ რომ ებღაუჭებიან სკამებს არ გადადგე! მოგხსნან და ახსნან მიზეზი!”– წერს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.
“თავიდან მეგონა ხუმრობდით, რავთქვა არვიცი, მართალი ყოფილა განათლებული და წესიერი ხალხი არ ჭირდებათ ჩვენს ყანას. ძალიან სამწუხაროა, მართლა დაგვაჩმორეს რასაც უნდა იმას აკეთებენ”– წერს მოქალაქე.
“კიდევ ერთი გონება ჩლუნგობა…კი მაგრამ თვითონ რომ არიან 12 წელი მანდ უსაქმოდ…მაგაზე რაო?”– წერს მოქალაქე.
“დღეიდან შალვა პაპუაშვილი არის ქართველი ერის საძულველი ნაგავი, შენ კი ათმაგად – დიდი”– ერს მოქალაქე.