Wednesday, February 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მილიონერების ასპექტი – ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2024 წელს დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს

January 11, 2024
ვის გაუმართლებს დრაკონის წელში? – 2024 წლის ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

როდესაც ფინანსების პლანეტა – პლუტონი და იღბლის პლანეტა – იუპიტერი ერთმანეთს უკავშირდებიან, ასტროლოგიაში ეს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და იღბლიან პერიოდად ითვლება. ორი პლანეტის კავშირს, იმის გამო, რომ სერიოზული ფინანსური ცვლილებები მოაქვს, მილიონერების ასპექტსაც უწოდებენ. 2024 წლის ივნისში კი სწორედ ამ ასტროლოგიური მოვლენის მომსწრენი გავხდებით. განსაკუთრებით გაუმართლებთ იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც ინტერნეტ ტექნოლოგიებთან და ონლაინ პლატფორმებთანაა დაკავშირებული.

ამავდროულად, ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლებსაც პლუტონისა და იუპიტერის ტრინი დიდ იღბალსა და ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანს. პირველ რიგში, ესენია: ტყუპები და მერწყული, რადგანაც პლანეტები აღნიშნულ ნიშნებში იქნებიან, ასევე, სასწორი, თხის რქა, კურო, კირჩხიბი, მორიელი, მშვილდოსანი და ლომი. 6 ივნისის ახალი მთვარე კი ამ ნიშნებისთვის შესაძლოა, გაზრდილ შემოსავალთან და კარიერულ წინსვლასთან იყოს დაკავშირებული. ზოგადად, ეს პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ხელსაყრელი იქნება და თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა მიმართულებით ექნება განვითარების შესაძლებლობა.

მაგალითად, ე.წ. მილიონერების ასპექტი ვერძის ნიშნის საკომუნიკაციო სექტორში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, ონლაინ ტრენინგები, საქმიანობა, ახალი პროექტები წამოიწყოთ, რაც გაზრდილ შემოსავალსა და აღიარებას მოგიტანთ.

კუროს აქვს შანსი, 2024 წლის ივნისში ძალიან სერიოზული შეთავაზება მიიღოს და ამავდროულად, მოულოდნელად მისი ფინანსური მხარე განსაკუთრებით დაწინაურდეს.

ტყუპებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი თავითა და შესაძლებლობებით მსხვილი და საკმაოდ წარმატებული კომპანიები დააინტერესონ და მათგან ხელსაყრელი შეთავაზებები მიიღონ. ასევე, ითანამშრომლონ უცხოურ კომპანიებთანაც.

კირჩხიბებს 2024 წლის ივნისში მოულოდნელი ფინანსური საჩუქარი ელით. ეს შეიძლება იყოს ბონუსი, წახალისება, მემკვიდრეობის მიღება, ძვირად ღირებული ნივთის გადაცემა და ასე შემდეგ.

ლომები საკუთარი პოზიციის დაწინაურებას შეძლებენ და კიდევ უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობენ, რაც შემოსავალსა და ანაზღაურებაზეც დიდ გავლენას მოახდენს.

ქალწულისთვის ეს პერიოდი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იღბლიანი იქნება. სამსახურში თქვენს შესაძლებლობებს ბოლომდე დააფასებენ და ამავდროულად, მიიღებთ წინადადებას, რომელზეც სულ ოცნებობდით.

სასწორებო, მოემზადეთ, ახლა შეგიძლიათ, ყველა პროექტი, მიზანი და ჩანაფიქრი განახორციელოთ. თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი იწყება. იღბალი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც გელით.

მორიელები ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას შეძლებენ, რაც სამომავლოდ განსაკუთრებით დაგეხმარებათ. გარდა ამისა, შესაძლოა, თქვენი მშობლების უძრავი ქონების გაყიდვიდან სოლიდური თანხა მიიღოთ.

სარფიანი გარიგებებისა და საოცნებო პროექტებში აღმოჩენის შანსი ექნებათ მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, შესაძლოა, რომელიმე თქვენთვის ახლობელმა ადამიანმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქონება გადმოგცეთ.

ხელფასის მოულოდნელი ზრდა და ფინანსური კეთილდღეობა ელით თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს. კიდევ უფრო მეტ მოტივაციას იგრძნობთ და დაიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც სულ გინდოდათ, მაგრამ დრო და ენერგია არ გყოფნიდათ.

ფინანსების პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანში 2024 წლის იანვარში შევა და მთელი წლის განმავლობაში, კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა არ მოგაკლდებათ. შეიძლება, ერთჯერადი პროექტებიც გქონდეთ და გრძელვადიანი თანამშრომლობებიც.

თევზების ნიშნის წარმომადგენლებმა შესაძლოა, ძველი ქონების გაყიდვიდან საკმაოდ სერიოზული თანხა გამოიმუშაონ. ასევე, შეიძლება, რომელიმე ნათესავმა მემკვიდრეობა, მნიშვნელოვანი ნივთი გადმოგცეთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს.

წყარო – “ბომონდი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მჯერა ჩემი საზოგადოების, თუ სამართლიანად მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის და სამშობლოს მხარეს”- ყაველაშვილი
  • მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს
  • წყალი 9 საათით შეწყდა – იხილეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge