აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს. ის სამების საკათედრო ტაძარში, წმ. მატრონასთან ერთად, საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, გამოსახულებას ეხება.
„მოვიდე, გადავღებო?“, – წერს ის.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საქართველოს საპატრიარქომ საქმე სამების საკათედრო ტაძარში, წმ. მატრონასთან ერთად, ხატზე საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, გამოსახულებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა.
2 დღის წინ ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
აღნიშნულს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გუშინ ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
