ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, პოსტს იმ ადამიანების საყურადღებოდ აქვეყნებს, რომლებიც საკლასო სწავლების აღდგენასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას სვამენ.
მოქალაქეებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ აუდიტორიული სწავლება ეპიდვითარებას გააუარესებს, ლიკლიკაძე სახლში დარჩენას სთავაზობს.
„რავარი გაზარმაცებულა ეს ჩვენი ხალხი. ისინი, ვინც ტრ…ებს იხევდით დაგვიჩლუნგდა ბავშვები ამ ზუმით და ონლაინ პლათფორმითო, დღეს სხვანაირად აჭიკჭიკდნენ, კი მარა, ვართ მზად სკოლების გახსნისთვისო?
ვინც არა ხართ მზად შეგიძლიათ დარჩეთ სახლში (ამის ფუფუნებასაც იძლევა ახალი რეგულაციები). ხოლო ვინც მზად ვართ და ერთი სული გვაქვს როდის შევალთ რეკომენდაციების დაცვით შენობებში, ფეხებში ნუ გვედებით, გაგავტარეთ რაა…“ – წერს დათო ლიკლიკაძე.