ლევან სებისკვერაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის სამების საკათედრო ტაძარში წმ. მატრონას ხატის შეღებვას ეხება.
„ეს ხატი ბერძენმა ხატმწერმა დაწერა. მასზე ასახულია 1992 წელს აფხაზეთში, სოფელ კამანში ღორიშვილების მიერ ბერმონაზონის, ანდრია ყურაშვილის დახვრეტა. სამწუხაროდ, ეს ხატი საქართველოს არც ერთ ეკლესიაში არაა.
აფხაზეთის ომის დროს ქართველ ბერს კამანის მონასტერში შეუვარდნენ ეს არაკაცები და ტაძრის კართან იარაღის მიბჯენით მოკლეს 🙁 თვითონ რუსები და მათი ნაიომნიკები იხსენებენ, რომ ბერს წინააღმდეგობა არ გაუწევია და მხოლოდ ლოცულობდა, როცა იარაღი დაადეს.
არის თუ არა ეს მოწამეობრივი სიკვდილი ქრისტესთვის? მაშ რატომ არ აღიარებს წმინდანად საქართველოს საპატრიარქო მამა ანდრია ყურაშვილს?
პასუხი მარტივია. საქართველოს საპატრიარქო არის რუსეთის ეკლესიის დანამატი და რაკი ანდრია ყურაშვილის მოკვდინება სწორედ რუსეთის ბრალია, სინოდის კრებაზე ორჯერ ჩავარდა ყურაშვილის წმინდანად კანონიზაციის საკითხი. უბრალოდ, რუსეთის ნაძირლობის მხილებას ერიდებიან ეს მოღალატეები!
სამაგიეროდ, გასული საუკუნის 40-იანი წლების მოსკოველი შეშლილი ქალის ვინმე მატრონას ხატი გამოჭიმეს სამებაში.
ამ ცალტვინა ნატა ფერაძემ და მისნაირებმა კიდე ნახატებს საღებავი კი არ უნდა ასხან, მამა ანდრია ყურაშვილის და რუსეთის მიერ წამებული სხვა ქართველების წმინდანად შერაცხვა უნდა მოითხოვონ თუ მართლა ღირებული რამის გაკეთება უნდათ და აინტერესებთ.
მაგრამ მაგათ არც ანდრია ყურაშვილი იციან, არც ლერი ქაჯაია, არც შოთა ლაბარტყავა და საერთოდ, საკუთარი ნიფხვის იქით ყველაფერი სულ ცალ ფეხზე კიდიათ!“, – წერს ის.