“ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს, რომელიც ფაერის დაბინძურების პრევენციას ემსახურება.
“გააღეთ თქვენი ფანჯრები დღეში მინიმუმ 5 წუთით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 3,8 მილიონი ადამიანი ხდება ჰაერის შიდა დაბინძურების მსხვერპლი.
ეს დაბინძურება გამოწვეულია მავნე აირებით, ქიმიკატებითა და სხვა ნივთიერებებით.
დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე საშიში წყაროა კვამლი, მაგრამ ჰაერის შიდა დამაბინძურებლები შეიძლება იყოს: ობი, სამშენებლო მასალები, აქროლადი ორგანული ნაერთები (VOCs) და ბუნებრივი აირები, როგორიცაა რადონი.
რისი გაკეთება შეგვიძლია?
ფანჯრების გაღება არის ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტიანი გზა შიდა დაბინძურების შესამცირებლად.
თქვენ ასევე შეგიძლიათ თავი აარიდოთ ქიმიკატებს ბუნებრივი საწმენდი საშუალებების გამოყენებით”– წერია პოსტში.