ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში – ინგოროყვას სახელობის კლინიკაში დღეს დილით 27 წლის ქალი შეიყვანეს, რომელსაც თითქმის მთელ სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა – ახლახანს მე-11 კლასის მოსწავლე ქეთი ფერაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
