დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში სამებისნტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატს ეხმიანება, რომელზეც წმინდანთან ერთად იოსებ სტალიანია განოსახული.
როგორც დეკანოზი ამბობს, ეს ხატი უნდა დაიწვას.
“არათუ საღებავის შესხმა, მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით, არაკანონიკური და მკრეხელური ხატი უნდა დაიწვას! ამიტომ მე, როგორც მართლმადიდებელი მღვდელი, მიტროსანი დეკანოზი, ჩვენი საპატრიარქოსგან მოვითხოვ კატეგორიულად, რომ ეს მატრონა-სტალინის მკრეხელური ნახატი გამოათრიონ საპატრიარქო ტაძრიდან და საჯაროდ დაწვან, თანახმად საეკლესიო წესისა!” – წერს დეკანოზი.