წალენჯიხაში, ქ. ჯვარის ჩაის ფაბრიკის დასახლებაში, ბობოხიების საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა.
ხანძარმა ნაწილობრივ დააზიანა გვერდით მცხოვრები ოჯახის სახლიც.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაზარალებულები გვერდით კორპუსში გადაიყვანეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.