კომპზიტორმა და მომღერამა ჯემალ სეფიაშვილმა გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ სხვადასხვა თემასთან ერთად, თავისი შვილის, ცისანა სეფიაშვილისა და მისი ბედნიერების შესახებ ისაუბრა.
„ყველა მამას ვუსურვებ, რომ შვილები ბედნიერები ნახონ. არც ერთი ქალი არ თხოვდება მეორედ და მესამედ იმიტომ, რომ ბედნიერებას გაურბის, პირიქით, ბედნიერებას ეძებს. რა ბედნიერება და რა სიხარულია, როცა იმ ბედნიერებას იპოვის. ცისანა გათხოვდა მესამედ.
სხვათა შორის, არაერთხელ მაქვს ნათქვამი ინტერვიუებში, რომ მინდა, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი-მეთქი.
ქალი იმდენჯერ უნდა გათხოვდეს, სანამ ბედნიერი არ იქნება. არ უნდა გაექცეს ბედნიერების ძებნას“, – განაცხადა ჯემალ სეფიაშვილმა.
