ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე, სოციალურ ქსელში მარნეულში ძაღლზე მოძალადე მამაკაცის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„ქართული ნაგაზი უძლიერესი ჯიშია, ჩვეულებრივად შეეძლო წამომდგარიყო და შუაზე გადაეხსნა ეს კაცი, მაგრამ ძაღლს არც კი დაუყეფია, მორჩილად მოაკვლევინა თავი თავის პატრონს. არც კი უცდია თავი დაეცვა ამ არაკაცისგან, ალბათ არასდროს წარმოეგდინა რომ ასე გაიმტებედა თავის ოჯახი.
ამის მერე ამდგარა და ხევში გადაუგდია.
ქათმის გამო…ქათამი შეჭამაო. ალბათ როგორ შიოდა, ნაჭერ პურს ანატრებდნენ…მშიერმა ძაღლმა რომ ქათამი შეჭამა, ამის გამო მოკლეს და თვითონ ამ ხალხს რომ მოშივდეთ, რას გააკეთებენ ვინ იცის, ალბათ ერთმანეთს დაერევიან.
ეს კაცი ასევე არის 14 წლის ბავშვის სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებული…ანუ წარმოიდგენთ ხო რამდენად საშიშია ამ ადამიანის არსებობა. ხვალ რას გააკეთებს და რა გადაუტრილდება თავსში არავინ იცის.
რამდენიმე სიუჟეტს ვუყურე სადაც სოფლის მოსახლეობა საუბრობს რომ ამ კაცმა იმ სოფელში აღარ უნდა იცხოვროს. მეც მგონია რომ ამ არსებისთვის ციხე არის ფუფუნება.
იმედი მაქვს სოფელი სამაგალითოდ დასჯის ამ ადამიანს და მის ოჯახს.
არავინ აღარ უნდა გაჩუმდეს, აქ ძაღლების სიყვარულზე არ არის, ყოველ დღე უფრო უარესი ხდება და ეს იქნება დაუსრულებელი თუ არ ამოვიღებთ ხმას ერთხელ და სამუდამოდ!!!
ვინც ამაზე გაჩუმდებით, არანაირი საერთო არ მინდა თქვენთან რომ მქონდეს.
დღეს პარლამენტთან 6 საათზე აქციაა, არ ვიცი ვინ არის ორგანიზატორი მაგრამ ვიცი რომ იქ უნდა ვიდგეთ ყველა!!!!“, – წერს ის.
