ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში – ინგოროყვას სახელობის კლინიკაში დღეს დილით 27 წლის ქალი შეიყვანეს, რომელსაც თითქმის მთელ სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს:
“მთელ სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მაშინვე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და საოპერაციო ბლოკში, სადაც სამწუხაროდ მალევე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. მთელ სხეულზე აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობები” – ამბობს ექიმი.
