ფეხბურთის გერმანელი ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.
“მოგვენატრები და სამუდამოდ ლეგენდად დარჩები. მშვიდად განისვენე“, – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
ფრანც ბეკენბაუერი იყო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გერმანიის ნაკრების კაპიტანი. სწორედ იმ გუნდის, რომელმაც 1974 წელს ჰოლანდიას მოუგო. შემდეგ კი ეს შედეგი უკვე მწვრთნელის ამპლუაში გაიმეორა, როდესაც 1990 წელს ჩემპიონატი მოიგო.
ბეკენბაუერი ერთ-ერთია იმ სამი ლეგენდიდან, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს როგორც ფეხბურთელის და ასევე როგორც მწვრთნელის როლში. იგივე შედეგი აქვს ბრაზილიელ მარიო ზაგალოს და ფრანგ დიდიე დეშამს.