აშშ–ში, კერძოდ სან დიეგოშ ახალი წლის დღეებში 3 წლის ბიჭი სადღესასწაულოდ გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
ბრეიდენ სმიტი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ტყვიამ ბინის ფანჯარაში გაიარა და პატარას მოხვდა. პოლიცია ამბობს, რომ იარაღი სადღესასწაულოდ სხვა სახლიდან გაისროლეს.
3 წლის ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და დილით, 6 იანვარს გარდაიიცვალა.
„სადღესასწაულო სროლა უკანონოა და იწვევს მსგავს ტრაგიკულ მოვლენებს“, – თქვა მემფისის პოლიციის უფროსის თანაშემწემ.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.