აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში მომხდარ ხანძარს 60 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ჭლოუში მდებარე სახლს გაუჩნდა. მეხანძრე – მაშველების მისვლამდე ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.
ამ ეტაპისთვის ხანძრის მიზეზი უცნობია.
