რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა, რეჟისორმა მანანა ბერიკაშვილმა საზოგადოებას აცნობა, რომ მის ძმას, მსახიობ ზურა ბერიკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
ზურას ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, AMBEBI.GE მსახიობის სიძეს, ნიკო ნანიტაშვილს, ესაუბრა.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყნის კლინიკებთან და ასევე ქართველმა ექიმებმაც უნდა მისცენ ნება, რომ ზურას ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდეს“, – აღნიშნა მან.
