ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა – დაშავებულთა შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელში მოხდა. როგორც ირკვევა, ისინი ერთ ოჯახს წარმოადგენენ. დაზარალებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.
ადგილზე “სოკარ გაზის” თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომელთაც ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.
