Wednesday, February 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ იპარავდა ლენინს მავზოლეუმიდან კაკული გურიელაშვილი – აქამდე უცნობი ამბავი

January 6, 2024
როგორ იპარავდა ლენინს მავზოლეუმიდან კაკული გურიელაშვილი – აქამდე უცნობი ამბავი

ახლახანს ცნობილი მომღერალი კაკული გურიელაშვილი გარდაიცვალა. მომღერალი 59 წლის ასაკ­ში გარდაიცვალა.

“თბილისელებმა” წლების წინ მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

„სამი დალიე“, „შაბათია“… ალბათ, ხშირად გაგჩენიათ სურვილი, გაგეგოთ, ვინ არის ქალაქური სიმღერების შემსრულებელი, რომელსაც ხშირად უსმენთ რადიოსა და ტელევიზიით ან ბაზრობებზე. ამ სპეციფიკური ხმის პატრონი ქართველი ებრაელი, ისრაელში მცხოვრები კაკული (იეზიკ) გურიელაშვილია.

საქართველოში მას ხშირად თავის უახლოეს მეგობართან, მერაბ სეფაშვილთან ერთად შეხვდებით. ისინი ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ დამეგობრდნენ. კაკული ისრაელის საზოგადოებამ სწორედ სიმღერის ამ ჟანრით გაიცნო და შეიყვარა. სცენაზე არ დგას, მაგრამ ქორწილებსა და სხვა დღესასწაულებზე ხშირად იწვევენ. საქართველოდან დიდი ხნის წასვლის შემდეგაც არ დავიწყებია ქართული ტრადიციები, ხალხი. საქართველოზე უზომოდ შეყვარებული მხოლოდ ქართულად მღერის. როგორ შეიქმნა პოპულარული „სამი დალიე“, რატომ წავიდა აქედან შორს, რა გზა გამოიარა დღემდე, ყველაფერ ამას საინტერესო ისტორია აქვს.
– კაკული, მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდის და რატომ წახვედით საქართველოდან, როგორ ცხოვრობთ…
– ბათუმში დავიბადე. ექვსი წლის ვიყავი, ოჯახმა რომ გადაწყვიტა, საცხოვრებლად ისრაელში წავსულიყავით. ეს იყო 1972 წელს. ყველა ებრაელი იმას ცდილობდა, ისრაელში ეცხოვრა. მაშინ საქართველო ყვაოდა, არაფერი გვაკლდა, კარგი ცხოვრება გვქონდა, მაგრამ ოჯახმა მაინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ხუთი ოჯახი წავედით. დიდი გაჭირვება გამოვიარეთ. ადვილი არ არის, ასეთი ქვეყნიდან წახვიდე და ისეთ ადგილას იცხოვრო, სადაც მხოლოდ ქვიშაა და სხვა არაფერი. ფაქტობრივად, უდაბნოში მოგვიწია ცხოვრება. აზრზე არ ვიყავით, სად მივდიოდით, არ ვიცოდით ენა, გზა. ისრაელის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გოლდა მეიერის სურვილი იყო სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელების სამშობლოში დაბრუნება და ამ მიზეზით, მოვხვდით ჩვენც იქ. ერთი პერიოდი, ხან ჩემოდნებზე, ხან იატაკზე გვეძინა. მერე ხუთივე ოჯახს თითოოთახიანი ბინები გამოგვიყვეს. ოცდარვა წლის შემდეგ, პირველად ჩამოვედი საქართველოში. თვითონვე მივაგენი იმ ბაღს, სკოლას, სადაც დავდიოდი. ინტუიციამ მიკარნახა. ჩვენ რომ წავედით, იმ დროს უცხოეთთან გზები ჩაკეტილი იყო და ვიცოდით, საქართველოში ვეღარ მოვხვდებოდით. ამიტომ, ეს იყო საოცრება. საწყალი დედაჩემი სულ ამბობდა – ღმერთო, ისე ნუ მომკლავ, საქართველოში ერთხელ მაინც არ ჩავიდეო, მაგრამ ოცნება ვერ აისრულა. რომ ჩამოვედი, სურათები გადავიღე, მერე ჩავიტანე და დედას საფლავზე დავუწყვე. საქართველოს სიყვარულით მამაჩემი, ჩემი შვილები სუფთად ლაპარაკობენ ქართულად. ისრაელში ვცხოვრობთ, მაგრამ ქართულ ტრადიციებს არ ვივიწყებთ.

განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 2025 წლის განმავლობაში მოვალეობის შესრულებისას 129 ჟურნალისტი და მედიამუშაკი დაიღუპა, რაც რეკორდული ნიშნულია
  • ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, თავისი 13 წლის ქალიშვილი, კიმ ჯუ-აე, ქვეყნის ბირთვული ძალების ზედამხედველად დანიშნა
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ ალმეტევსკში Калейкино ნავთობსატუმბი სადგური დაბომბა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge