გორში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან ახლოს, ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
დამნაშავეებმა სადგურის ოპერატორს იარაღის მუქარით ნავაჭრი თანხა, 600 ლარამდე თანხა წაართვეს და მიიმალნენ.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულში 2 პირი მონაწილეობდა, მათგან ერთი არასრულწლოვანია.
პოლიციამ დანაშაულში მონაწილე პირები ორდღიანი ძებნის შემდეგ, ქარელში იპოვა.
ვინაიდან საქმის ფიგუტანტებიდან ერთი არასრულწლოვანია, პასუხისგებაში მხოლოდ სრულწლოვანი პირი მისცეს. საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.