თაღლითობის საქმე, რომელიც ბინების ყალბ გაქირავებას უკავშირდება.
საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც საკურორტო ზონებში სხვის ბინებს თავისად ასაღებდა და ქირის თანხას წინასწარ იღებდა
პოლიცია სწავლობს არაერთი დაზარალებულის ისტორიას, რომლებმაც ბაკურიანში, ან სხვა კურორტებზე ბინები ერთი კონკრეტული ადამიანისგან იქირავეს, ადგილზე ჩასულებმა კი აღმოაჩინეს, რომ ქონება სხვისი საკუთრება იყო და მეპატრონეს არანაირი მონაწილეობა გაქირავებაში არ ჰქონდა.
სქემის შემქმნელი 25 წლის ახალგაზრდა ქალია, რომელიც ძირითადად სოციალურ ქსელს იყენებდა და წინასწარი გაქირავებით რამდენიმე ათასი ლარი აქვს მიღებული.