მომღერალი ნინო ჩხეიძე ერთ-ერთ ინტერვიუში პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობდა.
ის ჰყვებოდა ქორწინებისა და მეუღლესთან ურთიერთობაზე.
„ძალიან რთულია გოგოსთვის, როცა თხოვდება და მის გარშემო ყველაფერი იცვლება: სამეგობრო წრე, ოჯახი, ადგილსამყოფელი და როცა ამას თან სდევს მოგზაურობა, მერე უკვე ნერვიულობის პიკში ხარ. ყველაზე რთული ის იყო, რომ კუშადასში ჩასვლის პირველი წუთებიდან, მთელი ორი კვირის განმავლობაში, ვფიქრობდი, უკან როგორ დავბრუნდე-მეთქი. ერთი სული მქონდა, წამოვსულიყავი, თან ჩემს ქმარზე ვფიქრობდი: ჩავალ და ამას რას ვუზამ, დედაჩემს მოვუყვები ყველაფერს-მეთქი. ბოლოს ყველაფერმა ამოხეთქა. არ მიყვარს ზღვაზე დასვენება და საბოლოოდ ყველაფერს აეხადა ფარდა. გიორგი მშვიდად ეკიდებოდა ყველაფერს და თვითონაც მიხვდა, რომ ეს არ იყო ნორმალური…
საერთოდ არ ვიყავი მზად გათხოვებისთვის. 30 წლის მერე რომ ქმნი ოჯახს, უფრო გაცნობიერებული გაქვს, უფრო დაღვინებული ხარ, ვიდრე მანამდე. შესაბამისად, მაშინ იმხელა პასუხისმგებლობები მოდიოდა ჩემზე, თუნდაც დედობა, რომ ვერ ვაცნობიერებდი. სასურველია, ქალმა ოჯახი 30 წლის მერე შექმნას. მე გამიმართლა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ოჯახები ინგრევა ხოლმე.
ჩანდა, რომ კარგი პიროვნება იყო. ალბათ, ბედიც იყო. მე ვერ გადავწყვეტდი, გიორგის რომ არ „მოვეტაცე“. ნაბადი არ გადაუფარებია, მაგრამ ყველაფერი გააკეთა. ჩემს ოჯახში იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი თავს, რომ ამ ნაბიჯს დიდხანს არ გადავდგამდი. არასდროს ავხტებოდი, არ გავთხოვდებოდი, რომ არა გიორგის თამამი ნაბიჯი. რადგან ეს ვარიანტი იყო, მეც უკან აღარ დავიხიე. ყველას გაუკვირდა, მაგრამ ჩემს მშობლებს ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. გიორგი რომ ნახეს, გამიშვი-გამატარე აღარ ყოფილა“ – ამბობდა ის… კითხვა განაგრძეთ ბმულზე.
