მარნეულში სავარაუდოდ, ვადაგასული პიროტექნიკის გამო, 41 წლის მამაკაცს ხელის ამპუტაცია დასჭირდა.
დაზიანება იმდენად მძიმე აღმოჩნდა რომ მისი შენარჩუნება ექიმებმა ვეღარ შეძლეს. პ
პაციენტი ექიმებთან პირად საუბარში ამბობს, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, ვადაგასული პიროტექნიკა გახდა.
ამავე ღამეს მედიკოსებმა მარნეულში კიდევ რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს. ორის შემთხვევაში თითების მოკვეთა გახდა აუცილებელი. ხელზე ოპერაცია დაჭირდა ერთ მოზარდსაც.
პიროტექნიუკის გამო, თითები დაკარგა არასრულწლოვანმა რუსთავშიც.
ახალი წლის ღამეს სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა “რუსთავში” დაუდევრობით მიყენებული დაზიანებებით 8 ადამიანი შეიყვანეს. პაციენტებს შორის, ერთი ოჯახის რამდენიმე წევრიცაა.
აფეთქებით მიყენებული ტრავმების რამდენიმე შემთხვევა მოხდა თბილისშიც. მედიკოსები ამბობენ, რომ ფაქტების რაოდენობა წელს ნაკლებია, თუმცა ტრავმები უფრო მძიმე იყო.