თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, მან პოლიციის მისვლამდე მიმალვა მოახერხა.
თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. მან ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხა.
მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.