მამა საბა ჭიკაიძეს სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს.
-შესაძლებელია თუ არა ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს მოხვდეს სამოთხეში და უფალმა მიუტევოს ეს დიდი ცოდვა?
-ვარ 20 წლის. მსურს, გავხდე საშვილოსნოს დონორი. რელიგიურად გაუმართლებელი ხომ არ არის ჩემი გადაწყვეტილება დონორობასთან დაკავშირებით?
-წლების წინ გერგეთის სამების ეკლესიის ეზოდან წამოვიღე ფიქალის ქვის ნატეხები, რომლითაც გაკეთებულია გალავანი. რატომღაც ვიფიქრე რომ სახლში ამ ქვაზე დავანთებდი სანთელს. წლების შემდეგ გავიგე რომ ეს ეკლესიირად არ შეიძლებოდა. ამას დაემთხვა ისიც, რომ წლების მანძილზე ოჯახში სულ წარუმატებლობა, ავადმყოფობა და ბოლოს ოჯახის წევრის სიკვდილით დასრულდა. მითხარით თუ ჩავიდინე ცოდვა და ან ახლა როგორ მოვიქცე. მინდა დავაბრუნო ეს ქვები თავის ადგილზე, მაგრამ არ ვიცი შევძლებ თუ არა იქ ასვლას. სხვა გამოსავალი თუ არსებობს. გთხოვთ მიპასუხოთ.
-ჩემი ბავშვობის პერიოდიდან მახსოვს, რომ მეზობლის ხანდაზმულმა დედამ სიცოცხლის ბოლოს აღარ მიიღო საკვები, მაშინ ვერაფერში ვერ ვერკვეოდი და არც არანაირი კითხვები არ მიჩნდებოდა, უბრალოდ, ამბად მივიღე, რომ მეზობელი ბებო საკვებს აღარ ღებულობდა და 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა. მეხსიერებაში დამრჩა შეგრძნება, რომ მისი უჭმელობა მისგან გაუცნობიერებელი იყო. ამჟამად, როცა გამახსენდება, კითხვა არ მასვენებს, მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩნდეს ადამიანი, ხელოვნურად უნდა ვკვებოთ (ზონდით )თუ არა. ასეთი შემთხვევაში ევთანაზიის მსგავს სიტუაციაში ვვარდებით, თუ პირიქით ზედმეტი ჩარევა არაა საჭირო და უფალს უნდა მივანდოთ ეს საკითხი – ამბობს მამა საბა ჭიკაიძე.