მომღერალი სოფო ნიჟარაძე გადაცემას – „შენი დილა“ – ესტუმრა.
რუბრიკაში „რა მოხდა ერთხელ ახალ წელს“ მან თავისი ყველაზე უფრო ამარელვებელი, ჯადოსნური ახალი წლის შესახებ ისაუბრა.
„ეს იყო უკრაინაში, მართლაც ჯადოსნური დღე იყო, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება, დედის ამპლუაში პირველად შევხვდი ახალ წელს, ალისკა ძალიან პატარა იყო და მთლიანად მასზე იყო ეს დღე მორგებული, ოჯახური გარემო ბავშვთან ერთად და მართლაც რაღაცნაირად ძალიან რთულია გადმოსცე სიტყვებით ის გრძნობა, რაც მაშინ მე იმ დღეს მქონდა, რადგან ეს მართლაც განსაკუთრებული ახალი წელი იყო..
სურვილი რომ ჩავიფიქრე, პირველი, რაც გავიფიქრე იყო ის, რომ აქამდე რას ვაკეთებდი და როგორ ვხვდებოდი ახალ წელს.. ყველა ახალი წელი დამავიწყდა, თავიდან დაიწყო ჩემთვის ახალი წლის ათვლა.
ეს არის ჩემთვის ყველაზე ბედნიერი მომენტი, რადგან ახალ წელს ახალ სიცოცხლესთან ერთად შევხდი, სულ სხვა ამპლუაში, ჩემი როლიც შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, სულ სხვა პრიორიტეტი მაქვს“, – თქვა სოფო ნიჟარაძემ.