ირინა სარიშილი შორენა ბეგაშვილის შოუს სტუმრობდა და შორენას ეფექტი საკუთარ თავზე გამოსცადა. ესთეტიკური პროცედურებიდან ირინა სარიშვილს რამდენიმე ჩაუტარდა და შედეგიც მაყურებლისთვის საინტერესო აღმოჩნდა.
როგორც ერთ-ერთი მაყურებელი წერს გადაცემის ახლანდელი გმირის შესახებ, „თავის მოვლა კარგია. მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს გმირობაა. მადლიან საქმეს ემსახურება და მარტო ზრდის ანგელოზივით ბავშვებს. რა გახდა ამ ბავშვებისთვის ერთი ბინა, რომ საკუთარი ჭერი ქონდეთ. ხომ შეიძლება, დაეხმაროს ვინმე“.
იხილეთ ვიდეო: