სოციალური ქსელში, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ვიდეომ მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.
კადრებში ჩანდა, რომ დედა მცირეწლოვან ბავშვს სასტიკად გაუსწორდა. საზოგადოების რეაქცია მისმა განცხადებამ კიდევ უფრო გაამწვავა, როცა თქვა, რომ ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავდა.
აღმოჩნდა, რომ 36 წლის ხათუნა ბავშვობაში თავად იყო ძალადობის მსხვერპლი. ამის შესახებ მან „სხვა ნანუკაში” ისაუბრა.
„იმ მომენტში, მდგომარეობიდან ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ, სტრესმა, ნევროზმა გამომიყვანა. თავი ვერ მოვთოკე. 5 წლის რომ ვიყავი, მამა დედას ყოველდღიურად სცემდა, მის თავზე ხშირად ვხედავდი ჭრილობებს. გარეთ მიწევდა გათენება, დედას ვთხოვდი, მითხარი, მამა რომ დაიძინებს მითხარი, რომ შევსულიყავი და დამეძინა.
5 წლის ვიყავი, როცა დედა დაშორდა, სულ ქუჩა-ქუჩა დავყავდი, რადგან სახლი არ გვქონდა. ღია ცის ქვეშ გვეძინა, ჩამოვედით ქარელის რაიონში, სადაც ახლაც ვცხოვრობ.
გამგეობას დედა შეეცოდა, რადგან ორ მცირეწლოვანთან ერთად ღია ცის ქვეშ იყო და 2-ოთახიანი ბინა მოგვცა. მას შემდეგ იქ ვცხოვრობ. შემდეგ დედა დამეღუპა. მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრება განვაგრძე. 22 წლის ვიყავი.
მესამე კლასში ვიყავი დედამ სკოლა-ინტერნატში რომ წაგვიყვანა, სადაც ძალადობის მსხვერპლი ვიყავი – გაბრაზებული ძიძისგან, მასწვალებლისგან. ერთხელ სკოლაში წავიქეცი, შუბლი დავარტყი, როცა ექთანმა იოდი წამისვა და ტკივილისგან შევკრთი, გაბრაზებულმა მკითხრა – რა, გეტკინა? ცრემლები წამომცვივდა. ვინატრე, ახლა რომ დედა იყოს, ხო მეტყოდა კარგი შვილო, ნუ გეშინიაო”, – ჰყვება ხათუნა.
წყარო: newpost.ge