ომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის პირად ცხოვრებას ადამიანები ინტენსიურად განიხილავენ. ყოფილმა ბალერინამ მომღერლობა ისურვა, შემდეგ ტელეეკრანებზეც გადაინაცვლა, ბოლოს კი დიზაინერობას მიჰყო ხელი. საკუთარი ძალებით დიზაინერული სახლი „სამი“ დააფუძნა და ქალბატონებს გემოვნებიან ტანისამოსს უქმნის. როგორც თავად აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში, ხელოვნებისადმი სიყვარული დედამ ჩაუნერგა.
ქრისტინეს დედა
ირმა გოგლიძე პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. ქრისტინეს დედა წლების მანძილზე ხელოვნების ინსტიტუტში მუშაობდა, თუმცა რთული პერიოდის გამო, საყვარელი სამსახური მიატოვა. მოგვიანებით ირმა გოგლიძე სამკაულების შექმნით დაინტერესდა.
მის კოლექციებში სხვადასხვა ქვა დომინირებს, რომლებსაც, მოგზაურობისას პოულობს და საქმის გასაგრძელებლად ჩამოაქვს.
როგორც ცნობილია, ირმა გოგლიძეს რამდენიმე გამოფენაც ჰქონდა.
კარიერა
იმედაძის კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და ქრისტინე ჯერ კიდევ თინეიჯერები იყვნენ.
გარდაცვლილი შეყვარებული
ქრისტინე იმედაძე ჟურნალისტებთან ნაკლებად საუბრობს პირად ურთიერთობაზე. თუმცა, მის პირადზე მაინც ყველა საუბრობს და ხან ვის შეყვარებულად „ნათლავენ“ და ხან ვის…
მისთვის პირადი პირადია და არ უყვარს, როდესაც სხვები ერევიან ასეთ საკითხებში.
თუმცა, საზოგადოებას ემახსოვრება, გადაცემა „პროფილში“ მონაყოლი ამბავი, სადაც ქრისტინე ბავშვობის სიყვარულზე და შეყვარებულზე საუბრობდა. მისი თქმით, ბავშვობის სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა და შეყვარებული გარდაეცვალა.
მეუღლე და ერთი შვილი
მისი პირადი ცხოვრება რამდენჯერმე გახდა განხილვის საგანი, ხშირად სხვადასხვა სიმპათიურ ფეხბურთელთან აწყვილებდნენ, თუმცა ოფიციალურად ქრისტინე ერთხელ იყო გათხოვილი.
მისი რჩეული ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო. ცნობილია, რომ 39 წლის სპორტმენმა კარიერის საუკეთესო წლები უკრაინის საფეხბურთო კლუბ „მეტალისტს“ დაუკავშირა.
დაოჯახებისას ლაშა 29 წლის იყო. წყვილს ერთი ქალიშვილი ტაისია შეეძინა. მათი ურთიერთობა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. ქრისტინემ და ლაშამ სულ წელიწად-ნახევარი იცხოვრეს ერთად.
თორნიკე, თოშა ქებულრია და ქრისტინე
ქართველი მილიონერისა და ქველმოქმედის ბუბა ქებურიას ვაჟი, თორნიკე, ანუ თოშა, დიდი ხანია, ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში მოექცა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
თოშა სიმპათიური ბიჭია, უამრავი საინტერესო გატაცება აქვს, პირველ რიგში კი მანქანებისა და მოტოციკლების სიყვარული და ამ ყველაფერთან ერთად, ოჯახის ფინანსური სიძლიერიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ მიიჩნევა.
თოშა დასთან, დიზაინერ ლიკა, იგივე რია ქებურიასთან ერთად, 20 წლის ასაკში საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად, თუმცა შემდეგ თბილისში დაბრუნდა.
როგორც თავად ამბობს, ბაიკერი არ იყო, მაგრამ ამ სფეროში ჩართული ადამიანების გაცნობის შემდეგ, ძალიან დაინტერესდა და ბაიკერი გახდა.
ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სამ ქვეყანაში, საფრანგეთში, რუსეთსა და საქართველოში პრესტიჟული სასტუმროები და რესტორნები აქვს. ოფიციალური მილიონერი გახლავთ, თუმცა დიდ თანხებს ხარჯავს ქველმოქმედებისთვის. მისი მონაწილეობით ქართველებისთვის პარიზში წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესია აშენდა. საზოგადოებისთვის უკვე მეტ-ნაკლებად ცნობილი თორნიკესა და დიზაინერ ლიკა ქებურიას გარდა, ბიზნესმენს მესამე შვილიც ჰყავს, გიორგი, რომლის შესახებ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია არსებობს.
სწორედ თოშასთან დააწყვილეს ქრისტინე იმედაძე, თუმცა თავად ამ ურთიერთობას უარყოფდა.
ჭორის გავრცელების მიზეზი კი საფრანგეთში გადახდილი ქრისტინეს დაბადების დღე იყო, რომელზეც ამბობდნენ, რომ თოშამ გადაუხადა.
თურმე, ქრისტინე მეგობართან, ცნობილ სტილისტ მიშა გასიტაშვილთან ერთად საფრანგეთში, პარიზში მოგზაურობდა და დაბადების დღე მონტე-კარლოში აღნიშნა. გავრცელდა ხმა, რომ ეს მოგზაურობა დაბადების დღის საჩუქრად ახალმა მიჯნურმა, თოშა ქებურიამ მოუწყო.
წყარო: “დაიჯესტი”