ბათუმში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა, მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
“ძლიერი ქარის შედეგად მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები დაზიანდა.
მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, ოპერატიულად ხორციელდება წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლების სამუშაოები.
საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები”