სამტრედიაში ორი ახალგაზრდა ბიჭი კომენდანტის საათის დროს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოცილაურ ქსელში ვრცელდება:
„დღეს საშინელი ავტოკატასტროფა მოხდა ჩვენს ქალაქში, კიდევ ორი ლამაზი ადამიანი გამოაკლდა ჩვენს წუთისოფელს, ძალიან გულდასაწყვეტია ესეთი ახალგაზრდები, რომ მიდიან ჩვენგან. ვუსამძიმრებ გარდაცვალებულთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს მთლიან სამტრედიასა და საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას გთხოვთ მოიხსენიოთ თქვენს წმინდა ლოცვებში, ახლადშესვენებულნი გიორგი და ლევანი“, –წერია ინფორმაციაში.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდები საშინელ ავარიაში მაშინ მოყვნენ, როდესაც 21:00 საათი სრულდებოდა. კომენდანტის საათის შიშით, ისინი მანქანას სწრაფად მართავდნენ და ხეს შეეჯახნენ. ორივე მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევა 2 თებერვალს მოხდა.