“ხალხს აქვს გონივრული ეჭვი ქალაქში არსებული ანძების გამოსხივებასთან დაკავშირებით, გაზომვის შემდეგ რამოდენიმე ფაქტიც დადასტურდა”- ამის შესახებ “ჩემი ქალაქი მლავს” წერს.
“ბევრი ადამიანი გვწერთ ანძების გამოსხივებასთან დაკავშირებით.
ხალხს აქვს გონივრული ეჭვი ქალაქში არსებული ანძების გამოსხივებასთან დაკავშირებით, გაზომვის შემდეგ რამოდენიმე ფაქტიც დადასტურდა.
ჩვენ არ გვაქვს ეს აპარატი შესაბამისად ვერ ვზომავღ გამოსხივების დონეებს, ამიტომ იანვრიდან დავიწყებთ თანხის შეგროვებას რათა შევიძინოთ სერთიფიცირებული გამოსხივების საზომი აპარატი, რათა სრულიად უფასოდ მოვახდინოთ ამ მიმართულებითაც გამოსხივების მონიტორინგი🤝
თქვენი ჩართულობის იმედი გვაქვს , ერთად გავარკვიოთ არის თუ არა ჩვენს დედაქალაქში გამოსხივების დონე ნორმაზე მაღლა”- წერს “ჩემი ქალაქი მლავს.”