ქართველი ემიგრანტი, ზაზა კირცხალია, რომელიც ამჟამად პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ცხოვრობს, საკუთარი ხილვის შესახებ საუბრობს. მის მონათხრობს გვერდი „ნარიმანი მეფე“ ავრცელებს.
„მე, ზაზა კირცხალია მოსკოვში სამუშაოდ ვიყავი წასული. სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში, ჩვეულებრივ, სამუშაო დღის შემდეგ, მივედი სახლში და დივანზე მოვისვენე. მქონდა ხილვა, მამა ნიკოლოზი და ბერები, აფხაზეთის ტერიტორიიდან ზღვაზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მოაბრძანებდნენ და მეორე ხილვა, საქართველოს გაბრწყინების, მამა ნიკოლოზის წყალობით! მთელი მსოფლიო, ხილულ სასწაულს იხილავს, პირდაპირ ეთერში, ტელევიზიით.
ნარიმანი მეფე =️ მამა ნიკოლოზი. ჩემთვის არის ბერ-მონაზვნებს შორის პირველი და უმაღლესი წმინდანი, რომლის მეშვეობით, საქართველო გამთლიანდება და სულიერად გაძლიერდება ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მადლითა და მეოხებით. მადლობა მამა ნიკოლოზს, ხილული და უხილავი წყალობისთვის,“