ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, სახლში დატოვებულ ანთებულ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი ბინას მოედო – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია TV25 ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სახლში არავინ იმყოფებოდა. სახანძრო-სამაშველო სამსახური კი მეზობლებმა გამოიძახეს.