„საერთოდ სიძულვილშიც ისევ მორალია საჭირო, რომ მისი ტყვე არ გავხდეთ და უარეს ცოდვაში არ გავეხვიოთ”– ასე ეხმიანებასოციალურ ქსელში “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებას.
მსოფლიო პოლიტიკას არ სმენია რომელიმე არასახელისუფლებო პარტია სხვა ასეთივე სტატუსის მქონე პარტიის ლიდერთან დაკავშირებით ციხის რეჟაიმის დამძიმებას მოითხოვდეს, მით უფრო თუ იურიდიული ბლოკი-ალიანსი გაქვს ახლაც გაფორმებული მასთან თუნდაც მუნიციპალურ დონეზე. თუმცა მეც გადავვარდი ახლა ოცნებებში, როდის ქონდა ქართულ პოლიტიკას მორალი?”- წერს ნათელაშვილი.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.
„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.