საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღაში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე!
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საელჩომ ცხელი ხაზი აამოქმედა.
ცნობისთვის, პრაღის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტში სროლაიყო. ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.ბოლო მონაცემებით, პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას, სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაიჭრა.