“ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობ, რომ TV პირველი ყველაზე ამორალური ტელევიზიაა”, აქვე გაავრცელა ვიდეომიმართვაც, სადაც ამბობს, რომ ჟურნალისტ ვიკა ბუკიას შარჟები ფეიკია, რადგან სპეციალური ფილტრითაა გავრცელებული”– წერს დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
ჟურნალისტი ვიკა ბუკია, წილოსანს პასუხობს:
“ქალბატონ ნინო წილოსანს, დაბადებიდან მდიდარს, ჩაუწერია ვიდეო ჩემზე:) მანანას ფილტრი დამადოო და ხალხი შეცდომაში შეყავსო.
ამას ამბობს დეპუტატი, რომლის მთავრობას ბანერებზე ყავდა ხალხი გამოკრული როგორც ეკლესიის მტრები და უსამშობლოები. ქუჩაში გამვლელებს ალანძღინებდნენ სამოქალო სექტორში დასაქმებულებს და ჟურნალისტებს. ქ-ნო ნინო, ყოველ დღე მადევს ეგ ფილტრი, მაგრამ რადგან ასე გეწყინათ – უფილტრო ვიდეოს დავდებ. დაე, მე მედოს ეს სასაცილო ფილტრო”– წერს ვიკა ბუკია.