რამდენიმე დღის წინ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მარიამ სირბილაძე, გარდაიცვალა. მარიამი საზოგადოებამ მძიმე სენთან შეუპოვარი ბრძოლით გაიცნო.
მის დაღუპვას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მან შეძლო სიმსივნის დამარცხება, თუმცა ცოტა ხნის წინ, მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.
„ასეთმა საოცარმა გოგომ დაგვტოვა💔კიბო დაამარცხა და უამრავ ქალს ძალას აძლევდა!! ახლა
მოულოდნელად გულის უკმარისობით დაიღუპა!
ასეთ დროს მაინც რომ ვიხსენებდეთ რა ახლოსაა სიკვდილი არ დავიშურებდით სითბოს და სიყვარულს ერთმანეთისთვის! ბოლოს შემთხვევით ქუჩაში შევხვდით, უზარმაზარი ხმით დამიძახა . ეკუნაა……მაგრად ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ბევრი სიყვარულით ავავსეთ!!
შეხვედრამდე ჩემო კაშკაშა მარიამო❤️ძალიან მიყვარხარ❤️“, – წერს მისი ახლობელი, ეკატერინე ყიფიანი და სირბილაძის ვიდეოს აზიარებს.