facebook-გვერდი „სენაკის ქრონიკა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელიც გუშინ, გვიან ღამით, სენაკში მომხდარ ავარიას ასახავს.
„სენაკში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჭავჭავაძის ქუჩაზე 2 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი გზაზე მიმავალ ქვეითებს დაეჯახნენ. გარდაცვლილია შუახნის ქალი და მამაკაცი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება“, – აღნიშნულია პოსტში.