ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მან 1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრებით. 1953 წელს მოსკოვში მიემგზავრება, სადაც ორი წელი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1961 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (რუს. ВГИК), სადაც უშუალოდ ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის მოსწავლე იყო.
2015 წელს, რუსთავი2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოთარ იოსელიანი ახსენებს ბიძინა ივანიშვილს. როგორც მედიაში წერენ, ინტერვიუს ეს ფრაგმენტი, რუსთავი2-მა წაშალა:
@zaratushtra1 ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა! 🥹 Rest in Peace, Maestro 💙💛 #ოთარიოსელიანი #რუსულიოცნება #ქოცები #ფორიუ ♬ som original – 👑 ᏆᑎᎢᗴᖇ ᗯᝪᖇしᗞ 👑