“მარიამის გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის უკმარისობა. ამ ზაფხულს ბათუმში ვირუსი შეხვდა, ხველა გაუხანგრძლივდა, აპირებდა, რომ მკურნალობა დაეწყო, თუმცა ვერ მოვასწარით”– ამის შესახებ იტალიაში გარდაცვლილი ქალის მეგოვარი kvirispalitra.ge–ს თან აცხადებს.
“- მარიამის გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის უკმარისობა. ამ ზაფხულს ბათუმში ვირუსი შეხვდა, ხველა გაუხანგრძლივდა, აპირებდა, რომ მკურნალობა დაეწყო, თუმცა ვერ მოვასწარით. ამბობდა კიდეც, ცოტა დავაგვიანეთო მკურნალობა, ანალიზების გაკეთება დაიწყო, ორი დღის წინ ვისაუბრეთ მესენჯერით. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი, ძალიან გავბრაზდი, ასეთი ხუმრობა როგორ შეიძლება-მეთქი, მესენჯერში გადავურეკე, რამ გადარია ეს ხალხი, რას მწერენ, რატომ გადაირივნენ, ადამიანები მეკითხებოდნენ, რა მოხდა და რომ დავრეკე, დედამისმა ტირილით მიპასუხა, მერე არაფერი აღარ მახსოვს”, – ამბობს ანა მაზანიშვილი.
იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალი მარიამ სირბილაძე, რომელიც სრულიად საქართველომ სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლით გაიცნო, 18 დეკემბერს გარდაიცვალა.
კითხვა განაგრძეთ ბმულზე.