თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში ასაკოვანი ქალის ცხედარი იპოვეს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.